logo_geo
eng_logo
საბერძნეთის პრემიერი: საბერძნეთი მალე გამოაქვეყნებს კანონპროექტს, რომელიც დააკანონებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას
- +

10 იანვარი. 2024. 23:54

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა განაცხადა, რომ საბერძნეთი მალე გამოაქვეყნებს კანონპროექტს, რომელიც დააკანონებს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

 

 

როგორც სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, საბერძნეთმა გასული ათწლეულის განმავლობაში გაატარა რეფორმების სერია ქვეყანაში ლგბტ+ უფლებების გასაუმჯობესებლად, სადაც მართლმადიდებლური ეკლესია დიდი ხანია ეწინააღმდეგება ერთნაირსქესიანი წყვილების თანაბარ უფლებებს.

 

 

მიცოტაკისმა შეიმუშავა ეროვნული სტრატეგია ლგბტ+ უფლებების შესახებ, რომელმაც შეიძლება მოიპოვოს მემარცხენეების მხარდაჭერა, მაგრამ გააჩინოს წინააღმდეგობა უფრო კონსერვატიულ წრეებში.

 

 

"რასაც ჩვენ დავაკანონებთ არის ქორწინების თანასწორობა, რაც გულისხმობს სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ნებისმიერი დისკრიმინაციის აღმოფხვრას. ეს არ არის რაღაც რევოლუციურად განსხვავებული, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებშია. საუბარია სამოქალაქო ქორწინებაზე და არა რელიგიურზე", - დასძინა საბერძნეთის პრემიერმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner