logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი პროდუქციის 95 %-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე შევა
- +

13 სექტემბერი. 2016. 10:16



საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ბათუმში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორი დღის წინ დასრულდა მოლაპარაკებები ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ და ეს არის უპრეცედენტო შედეგი, რომელიც საქართველომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ერთად მიაღწია.



ჩვენ მოლაპარაკებები თავისუფალ ვაჭრობაზე დავასრულეთ 7 თვეში და ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგები, რომელიც მივიღეთ აღნიშნული მოლაპარაკებებიდან. პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი პროდუქციის და მომსახურების 95 %-ზე მეტი ჩინეთის ბაზარზე შევა ყველანაირი დამატებითი გადასახადების გარეშე - ის ძირითადი პროდუქტები, რომლებიც ჩვენ ყველას ძალიან გვაინტერესებს. ეს არის ჩვენი ღვინო, მინერალური წყლები და აგროპროდუქტები, რომელიც საქართველოს გააჩნია. ყველა ეს პროდუქტი ჩინეთის ბაზარზე შევა ნულოვანი ტარიფით, ყოველგვარი გარდამავალი ეტაპის გარეშე", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner