უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლები ყველა მიმართულებით შეტევას ცდილობენ.
"ფრონტის ხაზი კვლავ აქტიურია. ოკუპანტები ყველა მიმართულებით შეტევას ცდილობენ. ზეწოლის მიუხედავად, ჩვენი ჯარისკაცები იგერიებენ მტრის თავდასხმებს და მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ მტერს", - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.
"ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენი ნაბიჯების თანმიმდევრობა ოპერატიული ვითარების მუდმივი ცვლილებებისა და [ჩვენი] შესაძლებლობების გათვალისწინებით და ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვედანაყოფების პრიორიტეტული საჭიროებების უზრუნველსაყოფად", - დასძინა ვალერი ზალუჟნიმ.