logo_geo
eng_logo
ვალერი ზალუჟნი: ოკუპანტები ყველა მიმართულებით შეტევას ცდილობენ - ჩვენი ჯარისკაცები იგერიებენ მტრის თავდასხმებს და მას მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ
- +

11 იანვარი. 2024. 00:45

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლები ყველა მიმართულებით შეტევას ცდილობენ.

 

 

"ფრონტის ხაზი კვლავ აქტიურია. ოკუპანტები ყველა მიმართულებით შეტევას ცდილობენ. ზეწოლის მიუხედავად, ჩვენი ჯარისკაცები იგერიებენ მტრის თავდასხმებს და მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ მტერს", - აღნიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

 

 

"ჩვენ განვსაზღვრეთ ჩვენი ნაბიჯების თანმიმდევრობა ოპერატიული ვითარების მუდმივი ცვლილებებისა და [ჩვენი] შესაძლებლობების გათვალისწინებით და ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება ქვედანაყოფების პრიორიტეტული საჭიროებების უზრუნველსაყოფად", - დასძინა ვალერი ზალუჟნიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner