გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის ოპერაციების დირექტორმა, ედემ ვოსორნუმ განაცხადა, რომ უკრაინაში თითქმის ერთ მილიონ ბავშვს არ აქვს უსაფრთხო და საიმედო წვდომა განათლების მიღების გაგრძელებაზე.
გაეროს მაღალჩინოსანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაკარგული დრო საფრთხეს შეუქმნის მთელი თაობის მომავალს.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში, ასევე დაზიანდა ან განადგურდა 3 000-ზე მეტი სასწავლო დაწესებულება. ბევრი დარჩენილი საგანმანათლებლო დაწესებულება გამოიყენება იძულებით გადაადგილებულ პირთა დასასახლებლად ან დახმარების განაწილების ცენტრებად", - აღნიშნა დემ ვოსორნუმ.
მისი თქმით, უკრაინაში ჰუმანიტარული საჭიროებების მასშტაბები კვლავ დიდია. კერძოდ, 14.6 მილიონზე მეტი ადამიანი - უკრაინის მოსახლეობის დაახლოებით 40% - საჭიროებს რაიმე სახის ჰუმანიტარულ დახმარებას.
"ოთხი მილიონი ადამიანი - მათ შორის თითქმის ერთი მილიონი ბავშვი - კვლავ გადაადგილებულ პირად რჩება ქვეყნის შიგნით. 6.3 მილიონზე მეტი ადამიანი აგრძელებს ლტოლვილის სტატუსით ცხოვრებას მეზობელ ევროპულ და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში", - განაცხადა გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის ოპერაციების დირექტორმა.