logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: მნიშვნელოვანია უფრო მკაფიო და მკვეთრი სანქციების არსებობა, რათა ეს არეალი დაცული იყოს
- +

11 იანვარი. 2024. 11:27

 

 

პროცედურულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე სანქციების განკაცრება მნიშვნელოვანია თბილისის ისტორიული ცენტრის დასაცავად.

 

„თბილისი არის საკმაოდ რთული ურბანული ქსოვილი. მისი ისტორიული ცენტრი არის საკმაოდ გაჯერებული და მდიდარი ისტორიული თუ არქიტექტურული მემკვიდრეობის ძეგლებით და საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას, იმიტომ რომ განვითარება, ეკონომიკის ზრდა, დეველოპერული საქმიანობის განვითარება იწვევს ამ ქსოვილში შეჭრას. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია უფრო მკაფიო და მკვეთრი სანქციების არსებობა, რათა ეს არეალი დაცული იყოს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში უნებართვო ან სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოებ მშენებლობებზე, გამკაცრებული სანქციები უკვე დღეიდან ამოქმედდა. ახალი კანონის მიხედვით, ფულადი ჯარიმის ოდენობა გაიზარდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner