logo_geo
eng_logo
ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის კოორდინატორმა ევროპულ საბჭოში უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამოსართმევად პეტიცია შეადგინა
- +

11 იანვარი. 2024. 11:09

 

 

ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის კოორდინატორმა პეტრი სარვამაამ, ევროპულ საბჭოში უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამოსართმევად პეტიცია შეადგინა.

 

„დავიწყეთ ისტორიული პეტიცია, რომელიც, წარმატების შემთხვევაში, შესაძლებელს გახდის, ორბანს საბჭოში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას“, - წერს სარვამაა სოციალურ ქსელში.

 

მისივე თქმით, ევროკავშირი ორბანის შანტაჟის გამო გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს და პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად მისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა რჩება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner