ევროპარლამენტის საბიუჯეტო კონტროლის კომიტეტის კოორდინატორმა პეტრი სარვამაამ, ევროპულ საბჭოში უნგრეთისთვის ხმის უფლების ჩამოსართმევად პეტიცია შეადგინა.
„დავიწყეთ ისტორიული პეტიცია, რომელიც, წარმატების შემთხვევაში, შესაძლებელს გახდის, ორბანს საბჭოში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას“, - წერს სარვამაა სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, ევროკავშირი ორბანის შანტაჟის გამო გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებს და პრობლემის მოგვარების ერთადერთ გზად მისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა რჩება.