logo_geo
eng_logo
თბილისის მერმა ანტიკორუფციული ბიუროს უფროსთან სამუშაო შეხვედრა გამართა
- +

11 იანვარი. 2024. 12:08

 

 

თბილისის მერი კახა კალაძე ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს რაჟდენ კუპრაშვილს შეხვდა.

 

სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისის 2024 წლის ბიუჯეტის მიმართულებებს, მუნიციპალიტეტის მიერ დაგეგმილ და მიმდინარე პროექტებს.

 

რაჟდენ კუპრაშვილმა თბილისის მერს ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობა და გეგმები გააცნო.

 

კახა კალაძემ ხაზი გაესვა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას.

 

„კორუფციასთან ბრძოლა ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. საბედნიეროდ, ამ მიმართულებით საქართველოს აქვს კარგი შედეგები, თუმცა პრევენციული ღონისძიებები აუცილებელია და მუდმივად ყურადღებით უნდა ვიყოთ. ანტიკორუფციული პოლიტიკის  განხორციელების პროცესში უწყებების თანამშრომლობა და ჩართულობა მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 

საუბარი ასევე, შეეხო საჯარო უწყებებში კორუფციის პრევენციისთვის გასატარებელ ღონისძიებებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner