logo_geo
eng_logo
ბექა დავითულიანი: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაზე კანონიც სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს
- +

11 იანვარი. 2024. 12:38

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ბექა დავითულიანის განცხადებით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფასთან დაკავშირებით კანონი სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს, რათა მსგავსი სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ქუჩაში ანგარიშსწორებებს.

 

„ვიღაცის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა როცა ხდება, რაც ძალიან სენსიტიური საკითხია, რეაქცია რომ ადეკვატური და სამართლიანი იყოს, მსგავსს ფაქტებზე კანონიც სათანადოდ მკაცრი უნდა იყოს. კანონის გამკაცრება საჭიროა, რათა მსგავსი სამართალდარღვევის ჩამდენი პირების მიმართ ადგილი არ ჰქონდეს ქუჩაში ანგარიშსწორებებს და ქუჩის პროტესტს. ამას სჭირდება, რომ კანონი იყოს სამართლიანი და პასუხისმგებლობა – ზომიერი“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

 

„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ უახლოეს პერიოდში დააინიცირებენ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომ გამკაცრდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner