logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე დანიის ელჩზე: არა თუ უხეშად დაარღვია ვენის კონვენციის 41-ე მუხლი, არამედ საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ერთგვარ განშტოებად იქცა
- +

11 იანვარი. 2024. 13:47

 

 

დანიის ელჩმა არა თუ უხეშად დაარღვია ვენის კონვენციის 41-ე მუხლი [მასპინძელ სახელმწიფოში შიდა საქმეებში ჩაურევლობა], არამედ საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ერთგვარ განშტოებად იქცა, რაც დიდი სირცხვილია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის, - ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე საქართველოში დანიის ელჩის,  ანე  ტოფტ სორენსენის განცხადებას, სადაც მან  ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

 

აბაშიძე აღნიშნავს, რომ ამგვარი შეფასებები, თანაც უკიდურესად ყალბი, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი უცხოელი დიპლომატისგან.

 

„დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის (1961 წლის 18 აპრილი) 41-ე მუხლში ხაზგასმით აღნიშნულია შემდეგი: "მათი პრივილეგიებისა და იმუნიტეტების ხელყოფის გარეშე, ამგვარი პრივილეგიებითა და იმუნიტეტებით მოსარგებლე პირების ვალდებულება არის პატივი სცენ ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციების. მათ აგრეთვე აქვთ ვალდებულება არ ჩაერიონ ამ სახელმწიფოს შიდა საქმეებში".

 

დანიურ გამომცემლობა Jyllands-Posten-ში, საქართველოში დანიის ელჩი ანე ტოფტ სორენსენი უსაქციელოდ წერს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია. ამგვარი შეფასებები, თანაც უკიდურესად ყალბი, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი უცხოელი დიპლომატისგან.

 

დანიის ელჩმა არა თუ უხეშად დაარღვია ვენის კონვენციის 41-ე მუხლი [მასპინძელ სახელმწიფოში შიდა საქმეებში ჩაურევლობა], არამედ საქართველოს რადიკალური ოპოზიციის ერთგვარ განშტოებად იქცა, რაც დიდი სირცხვილია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის!“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner