„თანამედროვე მოღალატენი მიყრილ-ატუზულნი არიან დასავლეთის სხვადასხვა ელჩებთან კარებებზე და მათ შესთხოვენ-შეჰღაღადებენ გაიღონ მათთვის მოწყალება და შერისხონ საქართველოზე უანგაროდ შეყვარებული მამულიშვილი და მოაცილონ მშობელ ხალხს! ჰოდა ნახულობენ ისეთებს, როგორიც მაგალითად ეს ქნი დანიის ელჩად წოდებული ბანოვანია! რომელმაც ეტყობა არ უწყის საერთოდ ელჩის უფლება-მოვალეობანი!“-წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე დანიის ელჩის განცხადებაზე, რომელმაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.
ექსპერტის თქმით, როგორც ჩანს ელჩმა არ იცის, რომ სუვერენული ქვეყნის შინა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს!
„რასაც დღევანდელი ე.წ. გაუბედურებული ოპოზიცია აკეთებს ეს არახალია!
ამას აკეთებდნენ საუკუნეთა მანძილზე საქართველოს მოღალატეები, რომლებიც დარბოდნენ რომის, ბიზანტიის, ირანის, არაბების, მონღოლების, ოსმალების, რუსების... მეფეთა და იმპერატორთა კარზე და ითხოვდნენ!
არიქა გვიშველეთ ჩამოაგდეთ, დასაჯეთ, დახოცეთ ქართული საქმის მკეთებელი ქართველი მამულიშვილები ხელისუფლებიდან, თორემ საქართველო სრულად გააქართველეს და ქვეყანა "თავის თავს ეყუდნოდეს" ისე აქციესო!
და მერე ღმუოდნენ:
ეს თუ ასე გაგრძელდა დიდებულნო ჯერ თქვენ რა გეშველებათ და მერე ჩვენო!
ამჯერად თანამედროვე მოღალატენი მიყრილ-ატუზულნი არიან დასავლეთის სხვადასხვა ელჩებთან კარებებზე და მათ შესთხოვენ-შეჰღაღადებენ გაიღონ მათთვის მოწყალება და შერისხონ საქართველოზე უანგაროდ შეყვარებული მამულიშვილი და მოაცილონ მშობელ ხალხს!
ჰოდა ნახულობენ ისეთებს, როგორიც მაგალითად ეს ქნი დანიის ელჩად წოდებული ბანოვანია!
რომელმაც ეტყობა არ უწყის საერთოდ ელჩის უფლება-მოვალეობანი! სახელდობრ ის, რომ მას უფლება არა აქვს ქვემოთ ჩამოთვლილ შარლატანთა ალბათ არცთუ უანგარო თხოვნის სანაცვლოდ საქართველოს სახელმწიფოს შეურაცხყოფა, რომ არ უნდა მიაყენოს და სუვერენული ქვეყნის შინა საქმეებში არ უნდა ჩაერიოს!
და რაც მთავარია ალბათ არც ის უწყის, რომ დანიის საელჩომ საქართველოში მისი ამ გამონათქვამის შემდეგ ისეთი სიდამპლე გამოავლინა, რომ შმორის სუნი აუშვა, შმორის!“ -წერს ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.