„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ კრიტიკულ შეფასებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, გიორგი გახარიას არ აქვს მორალური უფლება ბიძინა ივანიშვილზე ისაუბროს.
„გახარიას უთქვამს, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში შიშმა დააბრუნაო. ესე იგი, კაცი პრემიერი იყო და კრიმინალი მელიას დაჭერის ისე შეეშინდა, რომ თანამდებობიდან გაიქცა. აი, ეს მართლა მშიშარა ლაპარაკობს ადამიანზე, რომელმაც სასტიკი რეჟიმის მოსაცილებლად და ქვეყნის გადასარჩენად სიცოცხლე გადადო გვერდზე და ბოლო მოუღო სადისტებს. ნორმალურია ახლა ეს ყველაფერი?!“- წერს ზურაბ ქადაგიძე.