logo_geo
eng_logo
ირაკლი ზარქუა: კრიტიკულ მომენტში, როცა მარგინალები სახელმწიფოებრიობას უტევდნენ, გახარიამ სახელმწიფოს, გუნდს უღალატა
- +

11 იანვარი. 2024. 15:18

 

 

ყველაზე კრიტიკულ მომენტში, როცა მარგინალები სახელმწიფოებრიობას უტევდნენ, გახარიამ სახელმწიფოსა და გუნდს უღალატა და პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა. მას იმიჯი შელახული აქვს და თან არაერთგზის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

 

ზარქუას თქმით, გახარის იმიჯი შელახული აქვს მათ შორის იმითაც, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ხალხს ქონება დაალომბარდებინა და ნახევარი სამეგრელო ვალში გადააგდო.

 

„ხალხს იპოთეკები ააღებინა – ზოგს სახლი ჩაადებინა. მას შელახული აქვს იმიჯი და ავტორიტეტიც მას შემდეგ, რაც მარგინალებს საკრებულოებში უმრავლესობა შეუქმნა. ახლა ცდილობს, იმიჯი გამოისწოროს და დებატებში ბიძინა ივანიშვილი გამოიწვია, რომლის მიერ გაკეთებული საქმის ერთი პროცენტი მაინც გააკეთოს. მანამდე ვურჩევ: „გიორგი, ძმაო, ჯერ ჩემი „ხაბე“ გამოიწვიე, შემდეგ „ჭიჭეზე“ გადადი და დაგაკვირდებით. შემდეგ გუბაზ სანიკიძეს მიმართე, რადგან ბევრი საერთო გაქვთ, „ჩერგოს“ მიმართე და თუ იქაც გაძვრება, პირადად მე მზად ვარ, დებატებში დავუჯდე. გახარიამ გუნდს და ქვეყანას რომ უღალატა, შემდეგ როგორ შეუქმნა კოალიციები მარგინალებსა და მწვალებლებს, ამაზე შემდეგ ვისაუბრებ. ჩემი შეთავაზება ძალაშია. თუ „ხაბესთან“ დამარცხდა, პოლიტიკიდანაც უნდა წავიდეს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner