logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა
- +

11 იანვარი. 2024. 16:09

 

 

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის სამეფოს დელეგაციის წევრებს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების გარემოს საკითხები მიმოიხილეს და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.

 

„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის დელეგაციის წევრებთან შეხვედრისას საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე მიღწეულ პროგრესზე ვისაუბრეთ. ჩვენ ასევე მიმოვიხილეთ საქართველოს და შვედეთს შორის თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობა და ამ ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების და განმტკიცების მიმართულებებს შევეხეთ“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში შვედეთის სამეფოს ელჩი ანა ლიბერგი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner