logo_geo
eng_logo
ზვიად ჭუმბურიძე: საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრემიერის ინიციატივა ბიზნესისთვის მისაღებია
- +

17 თებერვალი. 2016. 12:38


ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივნის ზვიად ჭუმბურიძის განცხადებით, საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრემიერის ინიციატივა აბსოლუტურად მისაღებია ბიზნესისთვის.


მისივე აზრით, გიორგი კვირიკაშვილის შეხვედრები მცირე და მიკრო ბიზნესის წარმომადგენელებთან ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ მცირე ბიზნესზე დაყრდნობით უნდა განვითარდეს ეკონომიკა.


„არ არის აუცილებელი, ზუსტად ესტონური მოდელი გადმოვიღოთ. შესაძლებელია, ცვლილებები იყოს, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს კანონი იქნება ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის. ასეთია იმ 47 კომპანიის პოზიცია, რომელიც საქართველოს ბიზნესასოციაციის საბჭოს წარმოადგენს. ფაქტია, გიორგი კვირიკაშვილი ხვდება მცირე და მიკრო ბიზნესის წარმომადგენელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ მცირე ბიზნესზე უნდა დადგეს ჩვენი ქვეყანა და განვითარდეს ეკონომიკა",-განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ. 


შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრი 16 თებერვალს ბიზნესაცოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა. დღეს კი, კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა იმართება.


პრემიერის შეფასებით, მნიშვნელოვანია, ბიზნესმენებმა აღარ იარონ სამინისტროებში; სამინისტრო იყოს ე.წ. back office, ხოლო მთავრობის ერთიანი front office ერთ სივრცეში განთავსდეს.


პროცესი ციფრულ სივრცესაც მოიცავს, რომ ყველა სერვისი თანდათან, ციფრულ სივრცეში იყოს ხელმისაწვდომი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner