logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე! ჩვენი პასუხი იქნება უმკაცრესი!
- +

12 მარტი. 2016. 02:37


საქართველოს პრემიერ- მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გავრცელებას ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართულ დარტყმად აფასებს და აღნიშნავს, რომ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა ქვეყნის ღირსების საქმეა. 


ორი თვის წინ პირობა მივეცი ჩვენს მოქალაქეებს, რომ ჩემი ყველა ნაბიჯი, ყველა განცხადება, ყველა საქმე მოემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და, პირველ რიგში, ადამიანს. თითოეული ადამიანის დაცვა სახელმწიფოს ღირსების საქმეა. ის, რაც დღეს მოხდა, არის არა ერთი ადამიანის, არამედ მთელი საზოგადოების დაშანტაჟებისა და დათრგუნვის მცდელობა. ეს არის დარტყმა სახელმწიფოზე, და ჩვენი პასუხი ამ დარტყმაზე იქნება უმკაცრესი!

ბოლომდე ვიბრძოლებ, რომ მსგავსი დანაშაული ადამიანის წინააღმდეგ აღარასოდეს მოხდეს."


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner