logo_geo
eng_logo
პუშკინის ქუჩა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით გაიხსნა
- +

13 სექტემბერი. 2016. 10:54



პუშკინის ქუჩა საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ორივე მიმართულებით გაიხსნა. მიკროავტობუსებისა და ავტობუსების უმრავლესობა, რომლებიც თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის, ორთაჭალისა და გმირთა მოედნისკენ ჭანტურიას ქუჩის გავლით მოძრაობდნენ, ამიერიდან პუშკინის ქუჩით ივლიან.


თბილისის მერიამ შეცვალა ავტობუსების შემდეგი მარშრუტები: N14, 33, 61, 88, 140, 150, 37, 46 და 122. ანალოგიური გადაწყვეტილება შეეხო მიკროავტობუსებს: N2, 4, 19, 31, 72, 141, 170, 176, 67, 120, 131-სა და 149-ს. 


დედაქალაქის მთავრობამ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის პუშკინის ქუჩის თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით გახსნით საზოგადოების მაღალი ინტერესი გაითვალისწინა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner