logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის პარლამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა
- +

11 იანვარი. 2024. 17:36

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში შვედეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელს, ბიორნ სოდერს და შვედეთის პარლამენტის 8  წევრს შეხვდა.

 

მხარეებმა ისაუბრეს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მნიშვნელოვან როლზე და ასამბლეასთან საქართველოსა და შვედეთის თანამშრომლობაზე.

 

ნიკოლოზ სამხარაძემ შვედ კოლეგებთან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა რუსეთიდან მომდინარე მზარდ საფრთხეებს.

 

შეხვედრისას განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი 9 ნაბიჯის შესრულებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები.

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე, მიმდინარე მოვლენებზე, პოლარიზაციასა და დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner