logo_geo
eng_logo
Bloomberg: რუმინეთის პრეზიდენტი ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობით არის დაინტერესებული
- +

11 იანვარი. 2024. 18:42

 

 

რუმინეთის პრეზიდენტს, კლაუს იოჰანისს სურს გახდეს ევროპული საბჭოს შემდეგი პრეზიდენტი მას შემდეგ, რაც შარლ მიშელი თანამდებობას დატოვებს, რათა ევროპარლამენტის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg ავრცელებს.

 

როგორც სააგენტო Bloomberg აღნიშნავს, იოჰანისი შუერთდება ამ თანამდებობაზე მსურველთა მცირე სიას, რომელთა შორის დასახელებულნი არიან იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრი, ქსავიე ბეტელი.

 

კლაუს იოჰანისს მეორე საპრეზიდენტო ვადა წლის ბოლოს ეწურება და მას ხელახლა კენჭისყრის უფლება არ აქვს.

 

ამასთან, რუმინეთის პრეზიდენტისთვის ადვილი არ იქნება ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება, თუ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მეორე ვადით დარჩება, რადგან ორივე ევროპული სახალხო პარტიის წევრები არიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner