უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების თვის ბოლოს შეხვედრას გამართავენ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, შეხვედრა 29 იანვარს ქალაქ უჟგოროდში გაიმართება.
მოლაპარაკებების მთავარი თემა იქნება უკრაინისა და უნგრეთის ლიდერების შეხვედრის ორგანიზება და ორმხრივი ურთიერთობების განვითარება.