logo_geo
eng_logo
პოლონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყოფილი შს მინისტრისა და მისი მოადგილის შეწყალების პროცედურას დაიწყებს
- +

11 იანვარი. 2024. 22:18

პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილის შეწყალების პროცედურას დაიწყებს.

 

 

"[მათი მეუღლეების] თხოვნით, ვიწყებ შეწყალების პროცედურას. მსურს ყველაფერი გავაკეთო მოვლენების ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. თუმცა, კვლავ მივიჩნევ, რომ წინა შეწყალება, რომელიც 2015 წელს იყო გაცემული ძალაშია და კონსტიტუციის შესაბამისად მოხდა", - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა.

 

 

დუდამ იმედი გამოთქვა, რომ გენერალური პროკურატურა სწრაფად განიხილავს მის განცხადებას და მიიღებს გადაწყვეტილებას პოლონეთის ინტერესებიდან გამომდინარე.

 

 

პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული ორი პოლიტიკოსი დააკავა, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეს აფარებდნენ თავს.

 

 

კამინსკი და ვონსიკი გაასამართლეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც 2007 წელს განხორციელებულ ქმედებებს ეხება. მათ გასული წლის დეკემბერში ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ისინი ამტკიცებენ, რომ უდანაშაულოები არიან. მარიუშ კამინსკიმ შიმშილობა გამოაცხადა.

 

 

კამინსკი და ვონსიკი მოქმედი დეპუტატები არიან „კანონისა და სამართლიანობის პარტიიდან“.პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ არ მოისვენებს, ვიდრე ორ ოპოზიციონერ დეპუტატს ციხიდან არ გაათავისუფლებენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner