logo_geo
eng_logo
Le Figaro: „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის ათასობით მხარდამჭერი ვარშავის ქუჩებში გამოვიდა დონალდ ტუსკის ახალი მთავრობის რეფორმების გასაპროტესტებლად
- +

11 იანვარი. 2024. 23:31

„კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის ათასობით მხარდამჭერი ვარშავის ქუჩებში გამოვიდა დონალდ ტუსკის ახალი მთავრობის რეფორმების გასაპროტესტებლად. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.

 

 

როგორც ფრანგული გამოცემა აღნიშნავს, საპროტესტო აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ახალი მთავრობის რეფორმებს, კერძოდ საზოგადოებრივ მედიაში.

 

 

დეკემბერში ახალმა მთავრობამ გაათავისუფლა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა, რომელიც მათი თქმით, წინა ხელისუფლების პროპაგანდას ავრცელებდა.

 

 

"პოლონეთის თავისუფლება საფრთხეშია", - განაცხადა „კანონისა და სამართლიანობის“ პარტიის ლიდერმა, იაროსლავ კაჩინსკიმ პარლამენტის შენობის წინ გამართულ მიტინგზე.

 

 

მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილის შეწყალების პროცედურას დაიწყებს.

 

 

პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის მსჯავრდებული ორი პოლიტიკოსი დააკავა, რომლებიც რამდენიმე საათის განმავლობაში პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეს აფარებდნენ თავს.

 

 

კამინსკი და ვონსიკი გაასამართლეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რაც 2007 წელს განხორციელებულ ქმედებებს ეხება. მათ გასული წლის დეკემბერში ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ისინი ამტკიცებენ, რომ უდანაშაულოები არიან. მარიუშ კამინსკიმ შიმშილობა გამოაცხადა.

 

 

კამინსკი და ვონსიკი მოქმედი დეპუტატები არიან „კანონისა და სამართლიანობის პარტიიდან“.პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა, რომ არ მოისვენებს, ვიდრე ორ ოპოზიციონერ დეპუტატს ციხიდან არ გაათავისუფლებენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner