-
+
12 იანვარი. 2024. 00:04
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
"სამსახურში დღის ბოლო იყო, მშვიდად დავჯექი სამუშაო მაგიდასთან და ... მობილურის ზარი!
გამარჯობათ!
ერთ ერთი ტელევიზიიდან მირეკავენ!
რას იტყვით გიორგი კეკელიძის ბოლო პოსტზე?
მის განთავისუფლებაზე?
დავიბენი. არაფერი ვიცოდი. მოვუბოდიშე და ვთხოვე, მაცადეთ, წავიკითხავ მეთქი.
იქვე წამიკითხეს.
რა უნდა მეთქვა?
აქ ვიტყვი: მე გიორგი კეკელიძე ეროვნულ ბიბლიოთეკაში გავიცანი, ჩემს ხელმძღვანელად რომ დანიშნეს.
ვიტყვი უმნიშვნელოვანესს: ის უპატიოსნესი ადამიანია. არავისათვის არაფერი დაუშავებია. მეტიც, თუ ვინმესათვის რაიმე დაუშავებია, თავის თავისათვის.
ის ჩემი ხელმძღვანელი იყო(იყოს რომ ვწერ, მგონი არა ვარ მართალი, ჯერ კიდევ ხელმძღვანელია) 11 წელი. ამ პერიოდში უამრავი დიდი საქმე გავაკეთეთ, ძალიან ბევრი ჩემს გარეშე გააკეთა, მაგრამ ამ საქმეთაგან რამდენიმე ისეთია, რომელზეც ვიტყვი: რომ არა ჩემი და მისი ერთობლივი ტანდემი, არ იქნებოდა და არც არავის არ მოუვიდოდა თავში. არავის! რადგან ჩვენ არაორდინარულნი ვიყავით , ის ამბობდა ჩემზე-გიჟიაო, მაგრამ მე მის გარეშე არ შემიძლიაო, მასთან საქმე მინდა ვაკეთოო, ბევრჯერ მისულან და უთქვამთ: რატომ უსმენ? ისაა რეალურად ბიბლიოთეკის დირექტორიო?.... ეღიმებოდა. იყო ინტრიგები, მაგრამ იყო გამარჯვებები.
მე არ მიგრძვნია მისგან ამბიციური მცირე რამ , მე ვამაყობ, რომ მასთან ღმერთმა მომცა ამ პერიოდში მუშაობის საშუალება.
ჩვენ , მას და ჩვენ, ბიბლიოთეკას ჰყავს საერთო შენაძენი ამ 11 წლის ხნოვანების-ციფრული ბიბლიოთეკა "ივერიელი". ჩვენ ერთი ოჯახის წევრები ბართ! სად მიდიხარ, გიორგი! არსადაც არ მიდიხარ! ეროვნული ბიბლიოთეკიდან დირექტორები არ მიდიან. ჩვენთან დარჩა ალიკო კარტოზია, ლევან ბერძენიშვილი, ზაზა აბაშიძე, შენ ვინ გაგიშვებს? ეჰ!დიდი მადლობა ყველა მხარდაჭერისათვის, ბოდიში კი იმ უხერხულო მდგომარეობაში ჩაყენებისათვის, რაც ჩემმა არაორდინალურმა გადაწყვეტილებებმა გამოიწვია! თუმცა ერთი კი უნდა ვაღიაროთ: რამდენი დიადი საქმე გავაკეთეთ, ჰა!"- წერს ლევან თაქთაქიშვილი.