logo_geo
eng_logo
ზელენსკი: თუ საზღვარგარეთ იმყოფებით, სამობილიზაციო ასაკის ხართ, არ ხართ ფრონტზე, არ იხდით გადასახადებს და ქვეყანა უკანონოდ დატოვეთ, მაშინ არსებობს კითხვები
- +

12 იანვარი. 2024. 00:55

"თუ საზღვარგარეთ იმყოფებით, სამობილიზაციო ასაკის ხართ, არ ხართ ფრონტზე, არ იხდით გადასახადებს და ქვეყანა უკანონოდ დატოვეთ, მაშინ არსებობს კითხვები," - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამობილიზაციო ასაკის უკრაინელ მამაკაცებზე, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან.

 

 

"კითხვა ამ [უკრაინელ] მამაკაცებს: თუ ისინი სამობილიზაციო ასაკის არიან, მაშინ უნდა დაეხმარონ უკრაინას და უკრაინაში უნდა იყვნენ. ახლა არ ვსაუბრობ იმაზე, ვინ უნდა იყოს ფრონტზე და ვინ არა. არსებობს კანონი. მაგრამ არსებობს ჩვეულებრივი ადამიანური წესიც", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.

 

 

"ამის შესახებ დღეს ესტონეთის პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე: ყოველ სამხედროზე ექვსი-რვა გადასახადის გადამხდელი მოდის. თუ უკრაინაში ხარ და არა ფრონტზე, მაგრამ მუშაობ და იხდი გადასახადებს, მაშინ სახელმწიფოსაც იცავ და ეს ძალიან საჭიროა. მაგრამ თუ საზღვარგარეთ იმყოფებით, სამობილიზაციო ასაკის ხართ, არ ხართ ფრონტზე, არ იხდით გადასახადებს და ქვეყანა უკანონოდ დატოვეთ, მაშინ არსებობს კითხვები", - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner