logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ყველას ვურჩევ, როდესაც განცხადებებს აქვეყნებთ, კარგად შეისწავლეთ იმ ქვეყნის ისტორია
- +

12 იანვარი. 2024. 10:22

 

 

„სტატიაში ქალბატონი ელჩი ამბობს, რომ საქართველო ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია, პროგრესი განიცადა რეფორმირების გზაზე, ყველაფერი შეასრულა ევრორეკომენდაციებიდან და რომელ გზაზე, რა ეტაპზე შეაფერხა ბატონმა ივანიშვილმა საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ?“, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გია ცაგარეიშვილი დანიურ მედიაში გამოქვეყნებულ პუბლიკაციას, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

 

„მე ამ სიტუაციის დრამატიზებას შეგნებულად არ მოვახდენ, რადგან დანია ჩვენი მეგობარი ქვეყანაა მრავალი წლის განმავლობაში. მაგრამ ყველას ვურჩევ, როდესაც ასეთ განცხადებებს აქვეყნებთ, კარგად შეისწავლეთ იმ ქვეყნის ისტორია, სადაც მოვლინებულები ხართ დიპლომატიური მისიის შესასრულებლად. სტატიაში ქალბატონი ელჩი ამბობს, რომ საქართველომ ბრწყინვალე წარმატებას მიაღწია, პროგრესი განიცადა რეფორმირების გზაზე, ყველაფერი შეასრულა ევრორეკომენდაციებიდან და რომელ გზაზე, რა ეტაპზე შეაფერხა ბატონმა ივანიშვილმა საქართველოს სვლა ევროკავშირისკენ?“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

დანიურ მედიაში გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ანე ტოფტ სორენსენმა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა.

 

ამასთან დაკავშირებით დღეს საქართველოში დანიის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება“. „საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner