logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: რწმენის თავისუფლების შებღალვა, ან ამ მიმართულებით პროვოკაციული ქმედებები იწვევს არამარტო პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივი დაძაბულობის გაღრმავებას
- +

12 იანვარი. 2024. 10:44

 

 

საკმაოდ ხშირია და ზღვარზე გადის სიტუაცია, როდესაც გარკვეული ჯგუფები თავისი იდეოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე იწყებენ ეკლესიაზე და ზოგადად რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეტევას”, -  ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

 

„რწმენის თავისუფლების შებღალვა, ან ამ მიმართულებით პროვოკაციული ქმედებები იწვევს არამარტო პოლიტიკურ, არამედ საზოგადოებრივი დაძაბულობის გაღრმავებას. ამიტომ, კარგი იქნება, რომ ჩვენც ევროპის ქვეყნების მსგავსად შესაბამისი ნათელი კანონმდებლობა გვქონდეს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდება. არ არის გამორიცხული, მსგავსი ქმედებისთვის მოქალაქეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს, რაც თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. გამკაცრებული კანონი შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე - სხვა რელიგიურ ნაგებობებს. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უახლოეს პერიოდში დაინიცირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner