logo_geo
eng_logo
თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მოსამსახურის, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

12 იანვარი. 2024. 10:49

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს სამხედრო მოსამსახურის, 1982 წელს დაბადებულ, კაპრალ ირაკლი აფრიამაშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს. ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული სამხედრო პირი იმყოფებოდა დათხოვნაში.

 

„სამხედრო მოსამსახურე გორში, თავისი ფაქტობრივი საცხოვრებლის მახლობლად, სოფელ ახალშენის განაპირას არსებულ ნაძვნარში ჩამომხრჩვალი იპოვეს. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner