logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი დანიის ელჩის განცხადებაზე: ის ცდილობს მანიპულაციური გზით ჩრდილი მიაყენოს ქვეყნის იმ დიდ ქველმოქმედს, რომელმაც უამრავი სიკეთე გააკეთა ქვეყნისთვის
- +

12 იანვარი. 2024. 10:59

 

 

„იგი ცდილობს მანიპულაციური გზით ჩრდილი მიაყენოს საქართველოს და ქვეყნის იმ დიდ ქველმოქმედს, რომელმაც უამრავი სიკეთე გააკეთა ქვეყნისთვის“, - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა დანიურ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

 

„ოლიგარქად მისი მოხსენიება არის პირდაპირ დეზინფორმაცია და ეს ემსახურება ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ შეტევას“, - აღნიშნა სეფაშვილმა.

 

დანიურ მედიაში გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ანე ტოფტ სორენსენმა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა.

 

ამასთან დაკავშირებით საქართველოში დანიის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „დანიური სტატიიდან ამოღებულია ამონარიდი, რომელიც ქართულ დებატებში კონტექსტის გარეშე გამოიყენება“. „საელჩოს არ აქვს სურვილი, წვლილი შეიტანოს აღნიშნულში და დამატებითი კომენტარისგან თავს იკავებს“, - წერია საელჩოს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner