logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: სამოქმედო გეგმაში პირდაპირ წერია, რომ 2024 წლის თებერვალში საგარეო საქმეთა სამინისტრო მოიწვევს ეუთოს გრძელვადიან მისიას, აღმოჩნდა, რომ სამოქმედო გეგმა წაკითხულიც კი არ აქვთ
- +

12 იანვარი. 2024. 12:01

 

 

აღმოჩნდა რომ [„ნაციონალურ მოძრაობას“] სამოქმედო გეგმა წაკითხულიც კი არ აქვთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ეუთო/ოდირში დამკვირვებლების შესახებ გაგზავნილ წერილზე.

 

„სამოქმედო გეგმაში, რომელიც ეხება 9 პუნქტს, პირდაპირ წერია, რომ 2024 წლის თებერვალში საგარეო საქმეთა სამინისტრო მოიწვევს ეუთოს გრძელვადიან მისიას. ესეც აჩვენებს, რომ მათ სინამდვილეში არანაირი ინტერესი არ აქვთ არც სამოქმედო გეგმის, არც სამუშაო ჯგუფების და არც სადამკვირვებლო მისიების. ერთადერთი ინტერესი არის, რომ ისტერია ატეხონ. მათი არაკვალიფიციურობა რამდენიმე წუთში გაირკვა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner