logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: საქართველომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, შედის თუ არა პოლიტპატიმრების არსებობა ევროკავშირის „ფასეულობათა“ ნუსხაში
- +

12 იანვარი. 2024. 12:22

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი „ევროკავშირის წევრი პოლონეთის სეიმის დეპუტატის, მათეუშ მორავეცკის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პირდაპირი ბრძანებით, ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებიდან 35 წლის თავზე, გაჩნდა პირველი პოლიტპატიმრები, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, საქართველომ აღნიშნულ ფაქტს 9 რეკომენდაციის შესრულებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს.

 

„ევროკავშირის წევრი პოლონეთის სეიმის დეპუტატის, მათეუშ მორავეცკის განცხადებით, ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის პირდაპირი ბრძანებით, ქვეყანაში ტოტალიტარული რეჟიმის დასრულებიდან 35 წლის თავზე, გაჩნდა პირველი პოლიტპატიმრები. დაეჯერება თუ არა პოლონეთის ექსპრემიერ-მინისტრსა და ავტორიტეტულ პოლიტიკურ და საზოგადო მოღვაწეს? არიან თუ არა მარიუშ კამინსკი და მაციაშ ვასიკი - პოლიტპატიმრები?

 

ხომ არ გვაქვს ადგილი ისეთ შემთხვევასთან, რომელიც საქართველოსთვის მიცემულ „9 რეკომენდაციაშია“ მოყვანილი, როგორც „ევროკავშირის ფასეულობების წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაცია“? სწორედ ამ რეკომენდაციის შესრულების ფორმატში, საქართველომ აღნიშნულ ფაქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს: 1) შედის თუ არა პოლიტპატიმრების არსებობა ევროკავშირის „ფასეულობათა“ ნუსხაში და 2) თუ ეს დეზინფორმაციაა, რა სასჯელი ელის პოლონეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner