logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, რომ მოვა საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე, შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება
- +

12 იანვარი. 2024. 12:40

 

 

პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, რომ საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება არის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე.

 

„როგორც იცით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით, მათ შორის ბოლო ცვლილების საფუძველზე დადგენილია, რომ პრეზიდენტის მოხსენება არის საგაზაფხულო სესიის პირველ სხდომაზე. სხვა შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან უნდა შეთანხმდეს. პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა, რომ ის პირველ სხდომაზე მოვა და შესაბამისად, 6 თებერვალს იქნება მისი ყოველწლიური მოხსენება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner