logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: პოლიცია რომ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს, ეს დადასტურებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებებით
- +

12 იანვარი. 2024. 12:42

 

 

„ენჯეოებს“ რა ხედვები და აღქმები აქვთ, განსაკუთრებით ვგულისხმობ „ენჯეოების“ ელიტურ ნაწილს, რომელსაც მონოპოლიზებული აქვს საგრანტო დაფინანსება საქართველოში, გასაგებია, ეს მათი პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია და იარაღად იყენებენ-ხოლმე საერთაშორისო დასკვნებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

 

მან ისაუბრა, იყო თუ არა გადაჭარბებული პოლიციის მოქმედება მარტის და სხვა აქციების დროს.

 

„რაც შეეხება მარტის აქციებსა და პოლიციის მოქმედებას, იყო თუ არა ძალის გადაჭარბება. ეს საკითხი სწორედ „ენჯეოების“, ყოფილი ომბუდსმენისა და ზოგიერთი ყოფილი დიპლომატის ისტერიის საფუძველზე, საქართველოში დისკუსიის საგანი არაერთხელ გამხდარა. 2019 წლის ნოემბრის, 20 ივნისის და სხვა აქციებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებებით პირდაპირ ადანაშაულებდნენ და ისტერია ჰქონდათ ატეხილი თითქოს, საქართველოს პოლიცია უფლებამოსილებას აჭარბებდა. ყველა ეს საკითხი მივიდა სტრასბურგამდე და სტრასბურგმა თქვა, რომ პოლიცია იყო მართალი და მტყუანი იყო „ენჯეო“ სექტორი, ყოფილი ომბუდსმენი და ყოფილი დიპლომატები. ასე, რომ საქართველოს პოლიცია რომ უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს, ეს დადასტურებულია სტრასბურგის გადაწყვეტილებებით. ასე, რომ „ენჯეოები“ ცდილობენ საერთაშორისო ანგარიშებში შეაპარონ საკუთარი ასეთი დამოკიდებულებები და ეს ფუჭია“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner