logo_geo
eng_logo
საქართველოს ბანკის ბიზნეს სესხებზე შეთავაზება 29 თებერვლის ჩათვლით გრძელდება
- +

12 იანვარი. 2024. 12:48

 

 

საქართველოს ბანკი ბიზნესის წახალისებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, ბიზნეს მომხმარებლებს ახალი სესხის აღების შემთხვევაში, დოლარსა და ევროში  2%-მდე ფასდაკლებას უკვე 29 თებერვლის ჩათვლით სთავაზობს.

 

საქართველოს ბანკის  შეთავაზების ფარგლებში მცირე და საშუალო მეწარმეებს ახალი სესხი, ნებისმიერი მიზნობრიობით, დოლარში ან ევროში შეუძლიათ აიღონ.  (ეფექტური დოლარში 7.9%-დან | ევროში 6.9% -დან, პროცენტი შესაძლოა მიბმული იყოს საჯარო ინდექსზე). სესხის ვადა 120 თვეს შეადგენს.

 

ეს შეთავაზება არის მათთვის, ვისაც  დიდი ხანია სურს დაიწყოს საკუთარი საქმიანობა, ან უკვე არსებული ბიზნესის გააფართოება, ან თუნდაც ახალი მიმართულების უკეთესი პირობებით დამატება.

 

„საქართველოს ბანკი, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული ფინანსური ინსტიტუტი, აქტიურ რეჟიმში მუშაობს, რათა საკუთარი მომხმარებლების ინტერესებს ვუპასუხოთ და მათი საჭიროებები დროულად დავაკმაყოფილოთ. ამჯერად, აღნიშნული შეთავაზების ფარგლებში, ბიზნეს მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ახალ სესხზე 2% - მდე შეღავათი მიიღონ, ევროში ან დოლარში. (ეფექტური დოლარში 7.9%-დან | ევროში 6.9% -დან, პროცენტი შესაძლოა მიბმული იყოს საჯარო ინდექსზე). ამ შეთავაზებით სარგებლობის შესაძლებლობა საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლებს დეკემბრის ბოლომდე ჰქონდათ, თუმცა, მომხმარებლების მაღალი ინტერესისა და მოთხოვნის გამო, ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, მომხმარებლებს კიდევ ორი თვის განმავლობაში მივცეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ამ ბენეფიტით და კიდევ უფრო მეტად განავითარონ და გააძლიერონ საკუთარი ბიზნესი“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.

 

შეთავაზების შესახებ მეტი ონფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner