logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, ჩუმად
- +

12 იანვარი. 2024. 12:54

 

 

„ევროპის დემოკრატიის ფონდი“ პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, ჩუმად, ისე, რომ ამას არ ასაჯაროებს არც საქართველოს და არც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. აფინანსებს ექსტრემიზმს”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში სიტყვისა და გამოხატვის შესახებ კანონთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

 

„მგონი, ყველა დარწმუნდა, რომ ეს კანონი საჭირო იყო. ჩვენ ვხედავთ, რომ არის ფარული დაფინანსება უცხოური წყაროებიდან. „ევროპის დემოკრატიის ფონდი“ პირდაპირ აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს ჩუმად, ისე, რომ ამას არ ასაჯაროებს არც საქართველოს და არც ევროკავშირის მოქალაქეებისთვის. პირდაპირ აფინანსებს ექსტრემიზმს. თუ გახსოვთ, შემთხვევით გავარკვიეთ, მოძალადეების ჯარიმებს იხდიან, მათ შორის, პოლიციის, პარლამენტისა და ასე შემდეგ თავდასხმაში მონაწილეების ჯარიმებს იხდიან და ამით ახალისებენ ექსტრემიზმსა და რადიკალიზმს. ასე, რომ ეს ყველაფერი დაფარულია. რა თქმა უნდა, კანონი საჭირო იყო და ჩანს აქედან იმისთვის, რომ ასეთი ფინანსები საჯარო იყოს.

 

რაც შეეხება ჟურნალისტების აკრედიტაციის წესს, ამ საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. მინდა დააკვირდეთ, რომ გასაჩივრებული საკითხი არის ერთი, რომელიც ეხება ე.წ. კორიდორებში დეპუტატების დევნას, რაც ნიშნავს, რომ სხვა საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიები არ არსებობს, მათ შორის მომჩივანში. ის, რომ აკრედიტაციის წესი უნდა იყოს, ოთახებში, ტელეფონებში შევარდნები არ უნდა იყოს, ამ საჩივრითაც კი იმ ჯგუფმა, ვინც გაასაჩივრა, დაადასტურა, რომ არის საჭიროება აკრედიტაციის.

 

რაც შეეხება იმ ნაწილს, რომელსაც ისინი ასაჩივრებენ, ფიქრობენ, რომ ჟურნალისტებს პარლამენტის შენობაში უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, დეპუტატები და პარლამენტის აპარატის დეპუტატები დევნონ კორიდორებში, ამაზე საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს და მის გადაწყვეტილებას მოვისმენთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner