logo_geo
eng_logo
ირაკლი ქადაგიშვილი: სარწმუნოებრივ საკითხებზე ხდება ხოლმე ვულგარული შეტევა
- +

12 იანვარი. 2024. 14:38

 

 

“შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც პრევენციული ხასიათის იქნება, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ესოდენ სენსიტიური თემები იყოს დაცული”, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

ასე გამოეხმაურა პოლიტიკოსი საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც რელიგიური ნაგებობების და ნივთების შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას ეხება.

 

„სარწმუნოებრივ საკითხებზე ხდება ხოლმე ვულგარული შეტევა. ხანდახან პირდაპირ დაზიანება და ა.შ. აქედან გამომდინარე, შესაბამისი კანონმდებლობა, რომელიც პრევენციული ხასიათის იქნება, მნიშვნელოვანი იქნება, რომ ესოდენ სენსიტიური თემები იყოს დაცული და საზოგადოებაში მღელვარების გამოწვევა არ მოხდეს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

 

რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის პასუხისმგებლობა გამკაცრდება. საკანონმდებლო ცვლილებების ინიციირებულია და პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უახლოეს პერიოდში იგეგმება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner