logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი პრობლემაა ოპოზიციისთვის, იმიტომ რომ გრძელია სია, რაც მას ამ ქვეყნისთვის აქვს გაკეთებული
- +

12 იანვარი. 2024. 14:49

 

 

რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი პრობლემაა ოპოზიციისთვის, იმიტომ რომ გრძელია სია, რაც მას ამ ქვეყნისთვის აქვს გაკეთებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძე და პარტია „ლელო“ მძიმე მდგომარეობაშია.

 

„ძალიან მძიმე დღეშია თვითონ ხაზარაძე და პოლიტიკური პარტია „ლელო“, რადგან სასამართლოს მიერ დადასტურდა, რომ მან თაღლითობა ჩაიდინა. თაღლითობის შემდეგ თავშესაფრად კი გამოიყენა პოლიტიკური პარტია. თაღლითობას ვერაფერს უშველი გარდა იმისა, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი მაინც მოატყუო და იმ სიცრუეში შეიყვანო, რომ შენ პოლიტიკურ სუბიექტს წარმოადგენ, წარსულში არაფერი გქონია და სუფთა ხარ. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი პრობლემაა ოპოზიციისთვის, იმიტომ რომ გრძელია სია, რაც მას ამ ქვეყნისთვის აქვს გაკეთებული. ბიძინა ივანიშვილი პრობლემას ქმნის ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც თავის ქვეყნისთვის არაფერი გაუკეთებია, გარდა იმ მუქარისა, რასაც დესტაბილიზაცია ჰქვია“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

„ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მოსკოვში იქნება. ამის შესახებ ხაზარაძემ ერთ-ერთ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner