logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ჩვენი ამოცანაა, არცერთი ეკლესიის წარმომადგენლის, რელიგიური შენობის თუ ნივთის შეურაცხყოფის უფლება არავის მივცეთ
- +

12 იანვარი. 2024. 15:03

 

 

“ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენლებისთვის კუთვნილ შენობა-ნაგებობაში ეს რომ მომხდარიყო, ყველასთვის იქნებოდა შეურაცხმყოფელი, ძალიან მძიმე პროვოკაციულ ნიშნებს და რელიგიური ნიშნით შუღლის გაღვივების რისკებს შეიცავდა ეს ნაბიჯი”, - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

 

„ჩვენი ამოცანაა, არავის მივცეთ არცერთი ეკლესიის წარმომადგენლის, რელიგიური შენობის და ნივთის შეურაცხყოფის უფლება. უახლოეს პერიოდში დავაინიცირებთ ამ ცვლილებებს, რითაც გამკაცრდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ისე, როგორც ეს არის ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში. არ არის გამორიცხული დავამატოთ შემდგომი საკითხები, როგორც ეს იქნება სტრასბურგის სასამართლოსა თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნების სხვადასხვა მიდგომებში“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

 

რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის პასუხისმგებლობა გამკაცრდება. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში უახლოეს პერიოდში იგეგმება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner