შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა კითხვაზე, რომელიც სამტრედიაში, კუპრავების ოჯახის მიერ პოლიციელის ძალადობაში დადანაშაულებას შეეხებოდა, განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ისტერიული ხასიათი მიიღო პოლიციელების დადანაშაულებამ.
„ყველანი გავთავისუფლდეთ ემოციებისგან და ცოტა ცივი გონებით შევხედოთ პოლიციის მოქმედებებსაც. რომ არ იყოს პოლიცია, ერთი დღე წარმოიდგინეთ პოლიციის გარეშე ქვეყანა და ზოგადად სამყარო. თუ ვინმეს კონკრეტული ფაქტები აქვს, უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოებს",- განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.