„ეკლესიაში შევარდნა და ხატის შეურაცხყოფა არის ეკლესიაზე თავდასხმა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, გაუგონარი სიცრუეა, თითქოს სამებაში რაღაცა სტალინის ხატი გამოიკიდა.
„გაუგონარი სიცრუეა, თითქოს სამებაში რაღაცა სტალინის ხატი გამოიკიდა. ჩემი ოჯახი სტალინის რეჟიმისგან სერიოზულად დაზარალდა. ბაბუაჩემმა 23 წელი ციმბირში, გადასახლებაში გაატარა, რამაც მამაჩემზე, მის დასა და, საერთოდ, ოჯახზე იმოქმედა. რასაკვირველია, არ მიმაჩნია, რომ ეკლესია ამ ადამიანის წარმოჩენის ადგილია. თუ ის წარმოდგენილია დიოკლეტიანესავით, როგორც ბოროტი ძალა, ეს სხვა თემაა. თუმცა ზოგი ამბობს, რომ წმინდა მატრონას ცხოვრების ეპიზოდი სტალინთან დაკავშირებული არ ყოფილა, ზოგი პირიქით ამბობს. თეოლოგიური საფუძვლებით ამაზე ბევრი კამათი შეიძლება, მაგრამ ეკლესიაში შევარდნა და ხატის შეურაცხყოფა არის ეკლესიაზე თავდასხმა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.