logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: დანიის ელჩის განცხადება მიმართულია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ და აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან
- +

12 იანვარი. 2024. 17:39

 

 

“დანიის ელჩის განცხადება მიმართულია ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ, მაგრამ, რეალობაში, იმ პროცესს აძლევს ბიძგს, რომელიც ახლა შენელებულია – შენელებულია დაპირისპირების ის ხარისხი, რასაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სისხლისღვრით ელოდა და არ შედგა”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

გიორგი ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა საქართველოში დანიის ელჩის, ანე ტოფტ სორენსენის საავტორო სტატიაზე, სადაც ელჩი ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია და ქონება რუსეთში დააგროვა“.

 

„დანიის ელჩის განცხადება სურვილია, რომ ამ პროცესმა ახალი ძალა და ახალი ნაპერწკალი მიიღოს. სხვანაირად ვერ შევაფასებ მის ამ განცხადებას, რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამოა რეალობასთან. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ და არ ფიქრობ, რომ კონტექსტიდან ამოგლეჯილიც და ამოუგლეჯავიც შეიძლება საკმაოდ დამაზიანებელი იყოს ისედაც დაძაბულ სიტუაციაში, ესე იგი ან არაპროფესიონალი ხარ, ან განზრახ აკეთებ ისეთ რამეს, რასაც გამართლება არა აქვს. ყველაზე უკეთესი თავის მართლება იქნებოდა, ეთქვა, რომ ის პროფესიონალი დიპლომატი არ არის და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, ჩამოყალიბებაზე და გაძლიერებაზე კი არ მუშაობს, არამედ მუშაობს კონკრეტული ადამიანების კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად, ეს გასაგები იქნებოდა“, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

დანიურ გამოცემაში საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული საავტორო სტატიასთან დაკავშირებით,  საქართველოში დანიის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გუშინ იმყოფებოდა. საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოში დანიის საელჩომაც, სადაც ნათქვამია: „ვხედავთ ელჩის დანიური სტატიიდან ამოღებულ ამონარიდს, რომელიც კონტექსტის გარეშე გამოიყენება ქართულ დებატებში“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner