logo_geo
eng_logo
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში ჩავიდა
- +

12 იანვარი. 2024. 18:20

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა. ამის შესახებ რიში სუნაკი სოციალურ ქსელში წერს.

 

სუნაკის თქმით, მისი ვიზიტი არის გზავნილი, რომ უკრაინისადმი მხარდაჭერა არ შეიძლება შესუსტდეს და არ შესუსტდება. „მივმართავ ყველა უკრაინელს, ბრიტანეთი თქვენთანაა იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, – წერს რიში სუნაკი.

 

არსებული ინფორმაციით, კიევში სუნაკი უკრაინისთვის 2,5 მილიარდი ფუნტის ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ გამოაცხადებს. სამხედრო დახმარების პაკეტი მოიცავს შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საარტილერიო ჭურვებს, 200 მილიონი ფუნტის ღირებულების უპილოტო საფრენ აპარატებს. ასევე დაგეგმილია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი შეთანხმების გაფორმება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner