ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში განაცხადეს, რომ ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროების მიერ იემენში ჰუსიტების სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმები თავდაცვითი ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა ნაოსნობის თავისუფლების შენარჩუნებას. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.
"ირანი მხარს უჭერს ჰუსიტებს, მათ ამარაგებს და აღჭურვილობას აწვდის. თეირანს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება თავისი მარიონეტების შეკავებაზე", - აღნიშნა NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს დარტყმები პირდაპირი პასუხია ჰუსიტების უპრეცედენტო თავდასხმებზე წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო გემების წინააღმდეგ.