გაერო-ს და წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წყალდიდობის გამო ჩრდილოეთ კორეას ჰუმანიტარული კატასტროფა ემუქრება.
სტიქიური უბედურების გამო ქვეყანაში 133 ადამიანი დაიღუპა, ათიათასობით ადამიანს სტიქიით დაზარალებული რეგიონების დატოვება მოუწია.
წყალდიდობამ ასევე მოსავლის ნაწილი გაანადგურა. დაზარალებულ რეგიონებში მაშველები ამ დრომდე ვერ ახერხებენ ჩასვლას.
ჩრდილოეთ კორეაში საკვები პროდუქტების დეფიციტი არსებობს.