ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნების წინ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ტაივანის დამოუკიდებლობისთვის ნებისმიერ ძალისხმევას ჩაახშობენ. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro ავრცელებს.
"ჩინეთის არმია ყოველთვის ინარჩუნებს სიფხიზლეს და ყველა საჭირო ზომას მიიღებს, რათა მტკიცედ ჩაახშოს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ მცდელობები ნებისმიერი ფორმით", - განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ჩჟან სიაოგანმა.
ჩჟან სიაოგანმა ტაივანის მმართველი პარტია იმაში დაადანაშაულა, რომ კუნძულს ომის სახიფათო პირობებისკენ უბიძგებს.
ტაივანში საპრეზიდენტო არჩევნები 13 იანვარს გაიმართება.