უკრაინამ და დიდმა ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
როგორც უკრაინული მედია აღნიშნავს, გაერთიანებული სამეფო გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც ხელი მოაწერა უკრაინასთან თანამშრომლობის მსგავს დოკუმენტს.
შეთანხმება მოიცავს სამხედრო და არასამხედრო თანამშრომლობას ბრიტანეთსა და უკრაინას შორის უკრაინის უსაფრთხოების მხარდასაჭერად, რომელიც გრძელვადიანი იქნება.
შეთანხმება ითვალისწინებს, რომ რუსეთის მომავალი თავდასხმის შემთხვევაში, ბრიტანეთი უკრაინას სწრაფად და დაუყოვნებლივ მიაწვდის აუცილებელ დახმარებას, მათ შორის თანამედროვე იარაღს.