logo_geo
eng_logo
ჯონ კირბი: ჰუსიტების სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმების მიუხედავად, აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი
- +

12 იანვარი. 2024. 20:36

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ აშშ-ს არ სურს ირანთან კონფლიქტი, მიუხედავად იმისა, რომ იემენში ჰუსიტების სამიზნეების წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა.

 

 

"ჩვენ არ ვეძებთ კონფლიქტს ირანთან. ჩვენ არ ვცდილობთ ესკალაციას და არ არსებობს სიტუაციის ესკალაციის მიზეზი, გარდა იმისა, რაც მოხდა ბოლო დღეებში", - აღნიშნა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა.

 

 

აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს იემენში ჰუსიტების სამიზნეებზე.

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ეს დარტყმები პირდაპირი პასუხია ჰუსიტების უპრეცედენტო თავდასხმებზე წითელ ზღვაში საერთაშორისო საზღვაო გემების წინააღმდეგ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner