უკრაინის დახმარება აშშ-ის, ევროკავშირის, ნატოსა და G7-ის კოლექტიურ უსაფრთხოებაში ინვესტიციაა, - განაცხადა კიევში ვიზიტით მყოფმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა.
"მხოლოდ უკრაინის გამარჯვება შეაკავებს პუტინს მომავალში სხვა ქვეყნებზე თავდასხმისგან. ჩვენი მტრები ცდებიან, როდესაც ამბობენ, რომ დემოკრატიას არც მოთმინება აქვს და არც რესურსი ხანგრძლივი ომებისთვის", - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
"თუ ყოყმანს დავიწყებთ, ჩვენ ახლა გავათამამებთ არა მხოლოდ პუტინს, არამედ მის მოკავშირეებს ჩრდილოეთ კორეაში, ირანში და სხვაგან. ან ჩვენ უკრაინის მხარეს დავდგებით და დავიცავთ ჩვენს საერთო საქმეს - დემოკრატიის გამარჯვებას დიქტატურაზე, თავისუფლების - ტირანიაზე, კანონის უზენაესობის - ანარქიაზე. ეს არის ის, რისთვისაც თქვენ იბრძვით", - დასძინა რიში სუნაკმა.