იემენში შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ერთობლივი ავიადარტყმების შემდეგ მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.
ლონდონის ბირჟაზე ბრენტის მარკის ნავთობის ფასმა თითქმის 3%-იანი ზრდა აჩვენა და ერთი ბარელის ღირებულებამ 78,9 დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსები ნავთობის ფასის კიდევ უფრო მეტ ზრდას ვარაუდობენ იმ შემთხვევაში, თუ ახლო აღმოსავლეთში დაძაბული ვითარება შენარჩუნდება ან კონფლიქტის ესკალაცია მოხდება.