ოფიციალურმა თეირანმა დაგმო აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მიერ იემენში განხორციელებული საჰაერო თავდასხმები. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
"ირანი გმობს აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედრო აგრესიას იემენის წინააღმდეგ. ეს გაუმართლებელი ომი არღვევს იემენის სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებასა და უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რაც საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას", - ნათქვამია გაეროში ირანის მუდმივი წარმომადგენლობის განცხადებაში.